18 აპრილი 2024,   18:30
ვრცლად
„ყველა ოლქში, სადაც ჩვენი ოპონენტები არ იყვნენ კონცენტრირებული განსაკუთრებით დიდი დოზით, პროცესი მშვიდად მიმდინარეობდა" - ჩუგოშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ყველა იმ უბანზე, სადაც მათი ოპონენტები მრავლად არ იყვნენ წარმოდგენილი არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. 

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მოქმედებდნენ დამკვირვებლების სახელით და სადაც ისინი იმყოფებოდნენ ყველგან ადგილი ჰქონდა პროვოკაციებს,  პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დარწმუნებულია, რომ პროვოკაციები გაერთიანებული ოპოზციის მხრიდან ხმების დათვლის პროცესშიც გაგრძელდება.

„ყველა ოლქში, სადაც ჩვენი ოპონენტები არ იყვნენ კონცენტრირებული განსაკუთრებით დიდი დოზით პროცესი მშვიდად მიმდინარეობდა, ხოლო იქ, სადაც მათ განსაკუთრებული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული, მათი მხრიდან არ წყდებოდა პროვოკაციებისა და დაპირისპირების მცდელობები. დამკვირვებლების საფარქვეშ მოქმედი "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში აფერხებდნენ და ხელს უშლიდნენ საარჩევნო კომისიის მუშაობას სავარაუდოდ შეეცდებიან ხელი შეუშალონ ხმის დათვლის პროცესს. 

"მინდა გავაფრთხილოთ ყველა პირი, ვინც იმყოფება უბანზე ვინც აკვირდება ხმების დათვლის პროცესს, ხელი არ შეუშალონ კომისიის მუშაობის პროცესს, წინააღმდეგ შეთხვევაში მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები. ამ არჩევნებზე ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ,“- განაცხადა ჩუგოშვილმა.

დღის ამბები