20 აპრილი 2024,   01:01
ვრცლად
სუს-მა რომ გამოიყენა ეს აპარატურა ჩვენ წინააღმდეგ, რომელი კანონის მუხლით ისარგებლა? - გიორგი ვაშაძე სიგნალის ჩამხშობ მანქანებზე

გაერთიანებულ ოპოზიციაში სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბთან სიგნალის ჩამხშობი მანქანების დგომას ეხმაურებიან.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, ნიკა მაჭუტაძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც აქტივისტები გაემართნენ მანქანებისკენ, ავტომობილებმა ადგილი დატოვეს.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ჩამხშობი მანქანების გამოჩენას უკავშირებს იმ ფაქტს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას ონლაინში ჰქონდა არჩევნების დღის განრიგი.

სუს-მა რომ გამოიყენა ეს აპარატურა ჩვენ წინააღმდეგ, რომელი კანონის მუხლით ისარგებლა? ასე, ხომ არ შეიძლება, სახელმწიფო ხომ უნდა სახელმწიფოებდეს, ინსტიტუცია რაღაცას უნდა გავდეს. შტაბიდან აკეთებენ განცხადებას, რომ აღვკვეთთ ყველა უკანონობასო, ანუ პოლიციის ნაცვლად „ქართული ოცნების“ შტაბი აკეთებს განცხადებას და პოლიცია და სუს-ი გახდა შტაბი უბნებში,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, სანდრა რულოვსის შტაბთან ოპოზიციის წარმომადგენლებმა პიკაპის ტიპის ავტომანქანები დააფიქსირეს, რომლებიც ოპოზიციის ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში სატელევიზიო სიგნალს ახშობდნენ. ამ მიზეზით იყო ინტერნეტშეფერხებაც.

გაერთიანებულ ოპოზიციაში ამბობენ, რომ სპეციალური მანქანები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეკუთვნოდა. 

დღის ამბები