19 სექტემბერი 2019,   21:56
ვრცლად
54.08% ეკუთვნის გეგა შენგელიას - ირაკლი კობახიძე

54.08% ეკუთვნის გეგა შენგელიას - ირაკლი კობახიძემ ამ დროისთვის დათვლილი უბნების მონაცემების შესახებ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პირველივე ტურში მმართველი გუნდის კანდიდატები იმარჯვებენ, თუმცა მეორე ტური მთაწმინდის ოლქში გაიმართება.

კობახიძის განცხადებით, ზუგდიდში „ქართული ოცნების“ კანდიდატს 54.08% აქვს მიღებული.

„ამ ოქმების მონაცემებით, 54.08% ეკუთვნის გეგა შენგელიას, შესაბამისად, შეიძლება კიდევ ერთხელ თამამად ითქვას, რომ დიდი უპირატესობით პირველივე ტურში გაიმარჯვა ბატონმა გეა შენგელიამ. მარნეულში დათვლილია 86 უბანი 90-დან, 78.75% ზაურ დარგალის მაჩვენებელია. ზესტაფონში 52 უბანია დათვლილია , ერთი უბანია დარჩენილი. ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ კანდიდატის, გიორგი გოგლიჩიძის მაჩვენებელი არის 50.53%. ჭიათურაში ბატონი გია მოდებაძის მაჩვენებელი არის 65.39%. დათვლილია 58-დან 48 უბნის მონაცემები. ხულოში ყველა უბანი დათვლილია. 67.1% არის ჩვენი კანდიდატის, ვახტანგ ბერიძის მაჩვენებელი. მთაწმინდაზე დათვლილია ყველა უბნის მონაცემები, ამ შემთხვევაშიც გაიმარჯვა ჩვენმა კანდიდატმა, ბატონმა ლადო კახაძემ, მაჩვენებელი არის 40.92%. ამ შემთხვევაში შედგება მეორე ტური მთაწმინდის ოლქში, კონკურენტი იქნება შალვა შავგულიძე, რომელიც წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები