კახათის 50-ე საარჩევნო უბანთან სანდრა რულოვსის მხარდამჭერებსა და სახელისუფლებო კანდიდატების მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა.
სანდრა რულოვსს ერთ-ერთი ადგილობრივი უყვებოდა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა არჩევნები გაეყალბებინა.
მისი თქმით, კახათში 300 ადამიანს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ჰქონდა ჩამორთმეული.
ამ დროს კი რულოვსის მხარდამჭერს გეგა შენგელიას მხარდამჭერი დაუპირისპირდა. საარჩევნო უბანთან შეკრებილები იყვნენ ე.წ. ძველი ბიჭები, რომლებიც უბანზე ხმის დათვლის პროცესს აკვირდებოდნენ.
ინციდენტის ამოწურვის შემდეგ სანდრა რულოვსის ავტომობილი დაცვამ გააცილა.