19 აპრილი 2024,   09:11
ვრცლად
ყუთიდან დაკარგული ბიულეტენები - ჯიხაშკარში ყუთიდან უბანზე მისულ ამომრჩეველზე 18-ით ნაკლები ბიულეტენი ამოიღეს

დაკარგული ბიულეტენები - ჯიხაშკარში ხმების დათვლა დასრულდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საარჩევნო ყუთში უფრო ნაკლები ბიულეტენი იყო, ვიდრე უბანზე მისული ამომრჩეველი.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ მსგავსი ცდომილება დასაშვებია, ვინაიდან, შესაძლოა, უბანზე მისულმა ზოგმა ამომრჩეველმა ბიულეტენი ყუთში არ ჩააგდო.

ჯიხაშკარის 108-ე უბანზე აღმოჩნდა, რომ 18 ბიულეტენი გაქრა. ოფიციალური მონაცემებით უბანზე 446 ამომრჩეველი იყო მოსული, დათვლილი ბიულეტენები კი შეადგენდა 428-ს, არ არსებობდა არცერთი ცარიელი კონვერტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველი ბიულეტენს საარჩევნო უბნიდან ვერ გაიტანდა.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხმები ქართულმა ოცნებამ მოიპარა. ამ ფაქტს დაპირისპირება მოჰყვა. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ამ უბანზე სომხური კარუსელი მოაწყო.

„ვაკვირდებოდი, რა ვარდებოდა ურნაში, ყველა დებდა კონვერტში და აგდება. როგორ, ახლა 17 ბიულეტენი არ არის, სად არის, გეკითხებით ხალხო, მოფრინდა ვინმე და წაიღო?“ - ამბობს გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელი.  

ჯიხაშკარის 108-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო პროცესი დასრულებულია. პოლიციამ კომისიის თავმჯდომარე და ცესკოს წარმომადგენელი ზუგდიდში გააცილეს, რათა საოლქო კომისიაში საარჩევნო ოქმი ჩაიტანონ.

დღის ამბები