20 აპრილი 2024,   13:15
ვრცლად
"ჩვენ ვზეიმობთ მნიშვნელოვან გამარჯვებას" - გეგა შენგელია ამბობს, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვა

ზუგდიდში ქართული ოცნება უკვე ზეიმობს გამარჯვებას. მმართველი გუნდი და მისი მხარდამჭერები ქალაქში გამოვიდნენ და წარმატება ფოიერვერკით აღნიშნეს.

ქართული ოცნების კანდიდატმა, გეგა შენგელიამ, არჩევნების დასრულების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ზუგდიდელებმა დაამტკიცეს, რომ მათ მშვიდობა და განვითარება სურთ.

„განწყობა არის საზეიმო. ჩვენ კიდევ ერთხელ ვზეიმობთ მნიშვნელოვან გამარჯვებას. ზუგდიდელებმა კიდევე ერთხელ დაამტკიცეს, რომ მათ სურთ მშვიდობა, განვითარება. ისინი შორს არიან დესტრუქციისგან და სურთ, რომ ზუგდიდში გაგრძელდეს ის მშენებლობის კურსი, რაც დღეს მიმდინარეობს,“ - განაცხადა გეგა შენგელიამ.

ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ზუგდიდში მეორე ტური არ გაიმართება, რადგან ხმების 80% უკვე დათვლილია და გეგა შენგელია ლიდერობს.

„ისინი არიან წარსულნი და გაქრებიან, როგორც მიშა გაქრა რადარებიდან. ეს არის პასუხი, ეს არის სამეგრელოს პასუხი ნაცბანდას,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ.

ქართული ოცნებიდან ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას, შტაბის უფროსი ამბობს, რომ არჩევნების დღემ არსებითი ექსცესებისა და საჩივრების გარეშე ჩაიარა. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, გეგა შენგელია გახდება ზუგდიდის მომავალი მერი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები