ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ, წინასწარი შედეგები გაასაჯაროვა.
მთაწმინდის ოლქში 31 უბნიდან 27 უბნის ხმები დათვლილია. მონაცემების მიხედვით, მეორე ტურის ალბათობა იკვეთება.
შედეგების თანახმად, შალვა შავგულიძეს 36.72% აქვს, ვლადიმერ კახაძეს - 41.28%. მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის დანარჩენი კანდიდატები, რომლებმაც ხმათა ერთ პროცენტზე მეტი მიიღეს, არიან: გერმანე საბო - 4,78%, ლევან იოსელიანი - 6,43%, კობა დავითაშვილი - 2,87 %, სოფიო ხორგუანი - 2,58 %, გრიგოლ გეგელია - 3,11%.
მარნეულის ოლქში დათვლილია 90 უბნიდან 81 უბნის მონაცემები. შედეგების თანახმად, აკმამედ იმამკულიევი - 7.73%, აგილ მუსტაფაევი - 11.06%, ზაურ დარგალი - 79.08%.
ზესტაფონის ოლქში 53 უბნიდან 52 უბანზე დათვლილია. ბაქარ ხიჯაკაძე - 34.29%, ანზორ ნებიერიძე - 2.66%., გიორგი წულაია - 5.83%, გიორგი გოგლიჩიძე - 50.57%.
ჭიათურის საარჩევნო ოლქში მონაცემები დათვლილია 57 უბნის მიხედვით. გივი მოდებაძე - 64.37%, ზურაბ კუპატაძე - 18.1%, დავით ჭუმბურიძე - 15.36%.
ზუგდიდში 107 უბნიდან 74 უბანზე დათვლილია. წინასწარი შედეგებით, სანდრა რულოვსი - 42.75%, გეგა შენგელია - 54.45%.
ხულოს ოლქში 54-ვე უბანზე დათვლილია მონაცემები. ირაკლი ჯორბენაძე - 23.74%, ვახტანგ ბერიძე - 70.91%.