25 აპრილი 2024,   08:50
ვრცლად
ზუგდიდელებთან ერთად მე შევეცდები, რომ ეს რეალობა გავაუმჯობესო - გეგა შენგელია

"ქართულმა ოცნებამ" ზუგდიდში გამარჯვება ფოიერვერკით აღნიშნა. ცესკო-ს მიერ პირველადი მონაცემების გასაჯაროების შემდეგ მმართველი გუნდის მხარდამჭერები დროშებით ხელში ქალაქში გამოვიდნენ.

არჩევნების დასრულების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა "ქართული ოცნების" კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ. მისი თქმით, ზუგდიდელებმა დაამტკიცეს, რომ მათ მშვიდობა და განვითარება სურთ.

„ჩემი გამოწვევა არის რომ ზუგდიდში იყოს უკეთესი რეალობა ვიდრე იყო გუშინ, გუშინ წინ. და ზუგდიდელებთან ერთად მე შევეცდები, რომ ეს რეალობა გავაუმჯობესო ჩემს მუნიციპალიტეტში,“-განაცხადა გამარჯვებულმა კანდიდატმა გიორგი შენგელიამ.

დღის ამბები