19 ივლისი 2019,   21:45
ვრცლად
ჩაშლილი ზეიმი - "ქართული ოცნება" ფოიერვერკებისთვის ემზადებოდა თბილისში, თუმცა ზეიმი ნაადრევი აღმოჩნდა 

"ქართული ოცნება" ფოიერვერკებისთვის ემზადებოდა თბილისში, თუმცა ზეიმი ნაადრევი აღმოჩნდა. შეგახსენებთ, მმართველი გუნდის კანდიდატმა ლადო კახაძემ პირველ ტურში 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. მას დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად მეორე ტურში განმეორებით ბრძოლა მოუწევს.

ლადო კახაძე დარწმუნებულია რომ ამჯერად ამომრჩეველი აქტიური იქნება და ის გაიმარჯვებს. ცესკო-მ მეორე ტური 13 ივნისამდე უნდა გამართოს.

„მეორე ტურიც ასეთივე იქნება, აქტიურობა იქნება მაღალი, ჩვენი მხრიდან. 43 ათას 905 ამომრჩეველი აქ რომელიც უნდა დაფიქსირებულიყო და მოვიდა სადღაც 15 ათასი. ძალიან დაბალია მაჩვენებელი. ალბათ იმ ადამიანებმა იფიქრებს, რომ ეს წარმატება ისედაც შეიძლება მიღწეული ყოფილიყო და ცოტა აქტიურობა დააკლდა, დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში ეს ყველაფერი გამოსწორდება. იქნება ის შედეგი, რომელსაც ველოდით,“ - განაცხადა ლადო კახაძემ. 

დღის ამბები