14 ოქტომბერი 2019,   11:08
ვრცლად
გურჯაანში 15 წლის ბიჭი დაჭრეს

გურჯაანში არასრულწლოვანი დაჭრეს. 15 წლის ბიჭს დაზიანება მუცლის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

დაშავებული საავადმყოფოში თვითდინებით შევიდა და ექიმებს განუცხადა, რომ წაიქცა და დაზიანებები მიიღო. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავის დასაკავებლად საგამოძიებო-სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

დღის ამბები