20 აპრილი 2024,   02:23
ვრცლად
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

საქართველოში სამუშაო  ვიზიტით  საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი იმყოფება. კრისტინ ლაგარდი სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად ქართველ სტუდენტებს შეხვდა. ლაგარდმა სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და რჩევებიც მისცა.

სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა საქართველოში პროფესიული კადრების ნაკლებობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით მუშაობის გაძლიერების საჭიროებას გაუსვა ხაზი. საუბარი დოლარიზაციასაც შეეხო.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში სავალუტო ფონდის დირექტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტსაც შეხვდება.

 

დღის ამბები