24 აპრილი 2024,   16:19
ვრცლად
სომხეთის პრემიერის მომხრეებმა სასამართლოს შენობის შესასვლელების ბლოკირება მოახდინეს 

ნიკოლ პაშინიანის მომხრეებმა სასამართლო შენობების შესასვლელების ბლოკირება მოახდინეს. მსგავსი ქმედებისკენ მოქალაქეებს თავად პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა.

მიზეზი კი ის გახდა, რომ ერევნის სასამართლომ ორი დღის წინ პატიმრობიდან გაათავისუფლა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი, რომელსაც თავდებში არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ლიდერები ჩაუდგნენ. საპასუხოდ პაშინიანმა მომხრეებს სასამართლოების ბლოკირებისკენ მოუწოდა.

ერთ-ერთ შენობასთან დღეს თავად პრემიერ-მინისტრიც მივიდა. პაშინიანმა საგანგებო მიმართვაც გაავრცელა და სასამართლო რეფორმის გატარების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა.

დღის ამბები