18 ივლისი 2019,   20:14
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრო. მარიინსკის სასახლეში, სადაც ზელენსკიმ უკრაინელი ხალხის წინაშე ფიცი დადო, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, გელა დუმბაძესთან ერთად იმყოფებოდა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის და  უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრაც.

დღის ამბები