17 აპრილი 2024,   01:53
ვრცლად
მთაწმინდა მურუსიძეს არ აირჩევს, არ აირჩევს ჩინჩალაძეს და არ აირჩევს ადეიშვილის მემკვიდრეობას - ლევან გოგიჩაიშვილი მეორე ტურზე

საქართველოში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს პარლამენტის წევრი, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ეხმაურება.

გოგიჩაიშვილი არჩევნების შედეგების შეფასებისას ყურადღებას მთაწმინდის ოლქზე ამახვილებს, სადაც მეორე ტური გაიმართება და ერთმანეთს შალვა შავგულიძე და ლადო კახაძე დაუპირისპირდებიან.

„ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატი დარწმუნებულია, რომ მთაწმინდელი ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს და სასამართლოში კლანის გაბატონებას არ დაუშვებს.

„მთაწმინდა მურუსიძეს არ აირჩევს. ეს ძალიან მარტივი დამახასიათებელია, არ აირჩევს ჩინჩალაძეს და არ აირჩევს ადეიშვილის მემკვიდრეობას. სადაც იქნება ერთი ერთზე „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, სულ იქნება ეს პრობლემები, რომც არ არსებობდეს, მაინც ისე გაიყიდება, რომ პრობლემები არსებობს. დღევანდელ რეალობაში ეს არის მთავარი პრობლემა, რომ ეს ორი სიმახინჯე დგას ერთმანეთის პირისპირ,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

ავტორი: რუსუდან ჯაბანიშვილი

დღის ამბები