20 აპრილი 2024,   02:45
ვრცლად
გაყიდული თამაშები და დაკავებული სპორტსმენები - საფეხბურთო სამყარო დიდ სკანდალში ეხვევა

საფეხბურთო სამყარო დიდ სკანდალში ეხვევა. ეროვნული ჩემპიონატის გაყიდული თამაშები და რეკორდული თანხა, რომელიც გარიგების მონაწილეებს უნდა მიეღოთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 ფეხბურთელი, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული დანაშაულებრივ ჯგუფში ბოლო მატჩის დღეს პირდაპირ გასახდელში დააკავა.

თუმცა გამოძიებას ჯერ არ აქვს პასუხი როგორ გაყიდეს შეხვედრა სპორტსმენებმა ისე, რომ ამის შესახებ კლუბის ადმინისტრაციაში არავისთვის არაფერი იყო ცნობილი. გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში ჩანს, რომ "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები წინასწარ თანხმდებიან, როგორ უნდა წააგონ თამაში ბათუმის დინამოსთან ორ ბურთიანი სხვაობით.

ფეხბურთელ ნოდარ კიკნაველიძის დედა, ქეთევან კიკნაველიძე  ფიქრობს , რომ შვილი უმიზეზოდ დააკავეს და 93 500 ლარად გაყიდული თამაშის უკან სხვა პირები დგანან. იგივეს ფიქრობენ ბრალდებულ ჯონი შეროზიას ოჯახის წევრებიც. იმედი აქვთ, რომ საფეხბურთო სკანდალს ობიექტურად გამოიძიებენ და მთავარ დამნაშავეებსაც დააკავებენ.

ამავე სქემით გაშიფრული და გამოვლენილია სამი ორგანიზატორი. ყოფილი ფეხბურთელები ნიკა დაუშვილი, ვახტანგ ჯაყელი და ლაშა ჩაფიძე. "კურიერის" ინფორმაციით, სწორედ ამ სამი ადამიანის შუამავლობით, ბრალდებული ფეხბურთელები მოლაპარაკებებს ერთ-ერთ აზიურ ტოტალიზატორთან აწარმოებდნენ. 
სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ დაკავებულებს შორისაა "ჭიათურას" ფეხბურთელი ირაკლი ხუჭუა. მაგრამ უცნობია კონკრეტულად, რომელი თამაშის გაყიდვისთვის ამხილა ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა. სავარაუდოდ გაშიფრული სქემის საქმეში დამნაშავეთა წრე კიდევ გაფართოვდება.

დღის ამბები