18 სექტემბერი 2019,   07:59
ვრცლად
არჩევნების გაყალბების რუსეთიდან იმპორტირებული მეთოდები - მასშტაბური დარღვევები 19 მაისს

დავა საარჩევნო დარღვევებზე რამდენიმე დღეში საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაინაცვლებს. დარღვევები მრავალფეროვანი და მასშტაბური, ზუგდიდის #67-ე საარჩევნო უბანი კი დაპირისპირების ეპიცენტრი იყო. დამკვირვებელი თამარ არშბა ხმის მიცემაზე უფრო მეტს გუშინ უბნის ძველ ბიჭებს აკვირდებოდა. ის საკუთარი თვალით უყურებდა, როგორ მიჰყავდა ახალგაზრდების ჯგუფს ხალხი არჩევნებზე.

Image may contain: 3 people

საარჩევნო უბნებზე ძალადობის ამსახველი უამრავი კადრის მიუხედავად, 19 მაისის არჩევნები იმ რამდენიმე ფოტოსთან ასოცირდება, სადაც ჩანს, როგორ აძევებს თინა ბოკუჩავას საარჩევნო უბნიდან პოლიცია. პარლამენტის წევრი სამართალდამცველმა საარჩევნო უბნიდან ძალის გამოყენებით გამოათრიეს. თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ გუშინ პოლიცია ხალხზე ძალადობდა და „ქართულმა ოცნებამ“ გამარჯვება საკუთარი მოქალაქეებისთვის ხელების გადაგრეხვით დაიწერა.

გუშინ საარჩევნო უბანზე ხელისუფლება ჯაშუშების დახმარებით მუშაობდა. სტრინგერებად გაფორმებული ადამიანები ყველა ამომრჩევლის სახეს იღებდნენ. რისთვის და ვისთვის აგროვებდნენ მონაცემებს უცნობია, თუმცა ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ ხალხის კონტროლის რუსული მეთოდი საქართველოში გახარიამ მოსკოვიდან ჩამოიტანა.

ფულს მოსყიდულ ამომრჩეველს გუშინ სპეციალური მეთოდით აძლევდნენ. ხმის მიცემის შემდეგ უბანთან ხალხს „ქართული ოცნების“ კოორდინატორი ხვდებოდა და სიგარეტის კოლოფს გადასცემდა. დამკვირვებლებს ეუბნებოდნენ, რომ თანასოფლელს თამბაქო გაუნაწილა, თუმცა რეალურად კოლოფში ფული იდო.

ოპოზიციის წევრი, ნუგზარ წიკლაური არჩევნებს ჯიხაშკარში აკვირდებოდა. მისი თქმით, საარჩევნო უბანზე ბიულეტენები მოიპარეს.

ია კერზაიას შვილმა არჩევნები ზუგდიდში რამდენიმე სიტყვით აღწერა. ბაჩანა შენგელაია ამბობს, რომ ხალხს ხელისუფლებამ გადაუარა.

ამავე თემაზე
დღის ამბები