18 სექტემბერი 2019,   07:54
ვრცლად
„ჭიათურაში ძალიან დიდი ფინანსური ინტერესებია მოთავსებული და შესაბამისად გაყალბების ყველანაირი მცდელობა იყო" - ჭიჭინაძე

მმართველი პარტიიდან გარიცხული დავით ჭიჭინაძე გადაცემა "არჩევანში" საუბრისას ამბობს, რომ საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად, შუალედური არჩევნები ჭიათურაშიც ზეწოლითა და ამომრჩევლის მოსყიდვით ჩატარდა.

მისი თქმით, ამ რეგიონთან მიმართებაში ხელისუფლებას განსაკუთრებული ფინანსური ინტერესი აქვს, სწორედ ამიტომ ყველაფერი გაკეთდა არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატის გასამარჯვებლად.

„ჭიათურაში ძალიან დიდი ფინანსური ინტერესებია მოთავსებული და შესაბამისად იყო ყველანაირი მცდელობა იყო. ჩვენი კანდიდატი იყო მასწავლებელი, მაგრამ არცერთ შეხვედრაზე პედაგოგი არ გამოსულა,“-ამბობს დავით ჭიჭინაძე.

მისივე განცხადებით, ადგილი ჰქონდე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, მაგალითისთვის „ქართული ოცნების“ კანდიდატის შეხვედრაზე, მასწავლებელები ავტობუსებით მიიყვანეს.

ჭიჭინაძე ამბობს, რომ ამომრჩევლის მოსყიდვას წარმოადგენდა  დაპირება, რომ პედაგოგებს ხელფასები მნიშვნელოვნად გაეზრდებოდათ და 2022 წელს, მათი სახელფასო ანაზღაურება 1800 ლარს შეადგენდა.

მისივე განცხადებით, ჭიათურაში ყველაფერს ხელისუფლება აკონტროლებდა. ამის ერთ-ერთ დასტურად მან მაღაროელების გაფიცვა მოიყვანა მაგალითად. ჭიჭინაძე ამბობს, რომ გაფიცულებმა, რომლებიც ხელისუფლებას ადანაშაულებდა, რომ მუშახელს აშიმშილებს, არჩევნებზე ხმა მმართველი პარტიის კანდიდატს მისცა.  

დღის ამბები