24 ივნისი 2019,   22:40
ვრცლად
მნიშვნელოვანი
არ მიმაჩნია, რომ ელისაშვილი შეიძლება იყოს მორალური სტანდარტი, რომელსაც უნდა გაუტოლდე ან არა" - ალექსანდრე ბარამიძე

„საერთოდ არ მიმაჩნია, რომ ალეკო ელისაშვილი შეიძლება იყოს მორალური სტანდარტი, რომელსაც უნდა გაუტოლდე ან არ უნდა გაუტოლდე,“ - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა და იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ალექსანდრე ბარამიძე ალეკო ელისაშვილის იმ კომენტარს  გამოეხმაურა, სადაც „სამოქალაქო მოძრაობის“ თავმჯდომარემ თქვა, რომ გულდაწყვეტილია, რათა შალვა შავგულიძე იმ ძალასთან გაერთიანდა, რომელსაც წლების განმავლობაში აკრიტიკებდა.

ალექსანდრე ბარამიძის თქმით, მათი მთავარი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერი დაარწმუნონ, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღონ.

„ჩვენი მთავარი ტაქტიკური ამოცანა არის ის, რომ შევუქმნათ ისეთი განწყობილება ჩვენს მხარდამჭერებს მთაწმინდაზე, რომ მოვიდნენ და უფრო მეტმა დაგვიჭირონ მხარი, ეს არის ჩვენი ამოცანა და აეს არ არის დამოკიდებული ალეკო ელისაშვილის, ან ვინმე სხვის განწყობილებაზე,“ - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები