18 სექტემბერი 2019,   08:01
ვრცლად
„საპროტესტო აქციები აუცილებელია, ის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს წინასაარჩევნოდ" - დავით ჭიჭინაძე

„საპროტესტო აქციები აუცილებელია. ის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს წინასაარჩევნოდ,“ ამის შესახებ მმართველი პარტიიდან გარიცხულმა დავით ჭიჭინაძემ გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის გამარჯვება ხელისუფლების ოპონენტებისთვის ფსიქოლოგიური უპირატესობა იქნება. ჭიჭინაძის თქმით, მას საკუთარ ამომრჩეველზე გავლენა აქვს, რაც საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოჩნდა, როცა ის  მათ არჩევნებზე წასვლისას ბლოკავდა.

„ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგიური უპირატესობა ექნება ოპოზიციას 2020-სთვის თუ ის მთაწმინდის ოლქში გამარჯვებას მოახერხებს იმიტომ, რომ აქამდე არ მოუგია... ეს ხელისუფლება თავის პრინციპებს მხოლოდ და მხოლოდ ძალის დემონსტრირების პირობებში თმობს. თბილისის ცენტრში გამარჯვება იქნება ის პირველი გზავნილი, ის უნდა დაფიქრდეს, 2020-ში ხელისუფლების გადაბარებისთვის“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები