16 აპრილი 2024,   14:05
ვრცლად
ვაპირებთ რომ ვიმუშაოთ ხალხთან, დავარწმუნოთ, რომ ერთადერთი სწორი გზა შალვა შავგულიძისთვის ხმის მიცემა იქნება - კაპანაძე

ჩვენ ყველაფერი უნდა ვქნათ, რომ არ დავეხმაროთ ივანიშვილს - აცხადებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე გადაცემა "არჩევანში"საუბრისას. 

მისი თქმით, "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების ბლოკი" აპირებს  მთაწმინდაზე გამოცხადებული მეორე ტურის წინ შეხვდეს ამომრჩეველს და დაარწმუნოს ისინი, რომ თუ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არ უნდათ, არჩევნების მეორე ტურში მხარი შალვა შავგულიძეს დაუჭირონ. 

„ივანიშვილი ამ წუთში ქვეყანას მიაქანებს თავდაღმართში და მისი პოლიტიკური ძალაც მიექანება თავდაღმართში, მოდი ნუ დავეხმარებით, რომ მათ ეს ვარდნა შეუმსუბუქოთ. ვაპირებთ რომ ვიმუშაოთ ხალხთან, ვესაუბროთ, კარდაკარის პრინციპით იქნება ეს თუ სხვა მხრივ, იმ ადამიანებს პირველ რიგში რომლებიც ან არჩევნებზე არ მოვიდნენ ან მხარი დაუჭირეს სხვა ოპოზიციურ ძალებს.

თუ ეს ადამიანები გადაწყვეტენ რომ მოახდინონ შალვა შავგულიძის მხარდაჭერა ძალიან კარგი იქნება, მაგრამ იმის მიუხედავად,  რას გადაწყვეტენ, ჯამში ამ კონკრეტულ ამომრჩევლებთან, ჩვენს თანაქალაქელებთან, რომლებმაც თქვეს, რომ აღარ უნდათ ივანიშვილი ვაპირებთ ავუხსნათ, რომ თუ ივანიშვილი აღარ გინდა, ამისთვის ახლა ერთადერთი სწორი გზა არტის შალვა შავგულიძის მხარდაჭერა,“-აცხადებს სერგი კაპანაძე.

დღის ამბები