20 აპრილი 2024,   13:34
ვრცლად
კორუფციული სკანდალი - ავსტრიის მინისტრთა კაბინეტი ულტრამემარჯვენე “თავისუფლების პარტიის" წევრებმა დატოვეს

ავსტრიაში მინისტრთა კაბინეტი ულტრამემარჯვენე “თავისუფლების პარტიის” ყველა წევრმა დატოვა.

მათი გადადგომის მიზეზი კორუფციული სკანდალი გახდა, რომელშიც ვიცე-კანცლერი ფიგურირებდა. ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა ქვეყნის პრეზიდენტს მისივე თანაპარტიელის, შინაგან საქმეთა მინისტრის გათავისუფლების თხოვნით მიმართა.

თანამდებობები საკუთარი სურვილით დატოვეს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა, ასევე ტრანსპორტისა და სოციალურ საკითხთა მინისტრებმა.

თავად ვიცე-კანცლერი 3 დღის წინ სკანდალური ვიდეოჩანაწერის გავრცელების შემდეგ გადადგა, სადაც რუსი ქალი მას არჩევნებში გამარჯვებაში დახმარებას ჰპირდება, სანაცვლოდ კი ხელსაყრელ კონტრაქტს და გავლენიანი მედია გამოცემის 50 პროცენტიანი წილის შესყიდვის უფლებას ითხოვს.

დღის ამბები