19 აპრილი 2024,   09:35
ვრცლად
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები - ნიკოლას მადუროს ინიციატივა 

ნიკოლას მადურო ვენესუელაში ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. საკუთარ მხარდამჭერებთან შეხვედრაზე, მადურომ განაცხადა, რომ არჩევნებით პარლამენტის ლეგიტიმაცია მოხდება, ხმის მიცემის პროცესში კი გამოჩნდება, ვის აქვს ხალხის მხარდაჭერა.

წინა წელს  ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც ნიკოლას მადუროს გამარჯვებით დასრულდა, დასავლეთის ქვეყნები  არ აღიარებენ. ისინი თვლიან, რომ არჩევნებმა დარღვევებისა და გაყალბების ფონზე ჩაიარა. მსოფლიო თანამეგობრობამ მხარი ოპოზიციური პარლამენტის თავმჯდომარეს, ხუან გუაიდოს დაუჭირა, რომელმაც თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად 2019 წლის იანვარში გამოაცხადა.

დღის ამბები