უკრაინის პრეზიდენტი შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ვლადიმირ ზელენსკიმ ინაუგურაციის დღეს, თეთრი სახლისა და კონგრესის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
სანქციების გაძლიერება იყო საუბრის თემა ვლადიმირ ზელენსკისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შორისაც. მან შეხვედრები გამართა ბალტიისპირეთის ქვეყნების, ასევე უნგრეთისა და საქართველოს პრეზიდენტებთანაც.
სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმირ ზელენსკი საქართველოში დაპატიჟა.