ლარი ერთ დღეში 3 თეთრით გაუფასურდა. 1 ამერიკული დოლარი სავალუტო ჯიხურებში დღეს უკვე 2.78 ლარი ღირს, მაშინ როდესაც დოლარის ღირებულება გუშინ, 2.75 ლარი იყო.
გაცილებით მაღალია კურსი კერძო ბანკებში. აქ 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 2.80 ლარს აღწევს.
ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, დოლარის ღირებულება 2.7470 ლარია, თუმცა მთავარი საფინანსო ინსტიტუტი ახალ კურსს 17:00 საათისთვის დაადგენს.
ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც. ერთი ევროს ღირებულება 3.95 ლარია.