21 აგვისტო 2019,   20:56
ვრცლად
მოსახლების 30%-ის უარყოფითი შეფასება - პრეზიდენტის პრესსპიკერს NDI-ის კვლევის შეფასება არ სურს

NDI ის კვლევების მიხედვით საქართველოს პრეზიდენტის მუშაობას უარყოფითად აფასებს გამოკითხულთა 30%, რაც ისტორიული ანტირეკორდია. რატომ აფასებს მოსახლეობა დღეს პრეზიდენტის მუშაობას ყველაზე უფრო ცუდად ვიდრე ოდესმე, ამ კითხვას დღეს პრეზიდენტის პრესპიკერმა კონკრეტული პასუხი არ გასცა.

„არ ვაფასებ იმ კვლევებს, სადაც ერთი და იგივე პოზიციაზე არიან აღნიშნული კანდიდატები და ვულოცავ ამ კანდიდატებს,“ - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

გამოკითხულ რესპონდენტთა 30% ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მუშაობას უარყოფითად აფასებს. NDI-ის მკვლევარების მიერ დასმულ კითხვაზე როგორ შეაფასებდით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას? - მხოლოდ 20%-მა უპასუხა, დადებითად. კვლევაში მონაწილეთა 38% ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მუშაობა დამაკმაყოფილებელია.

 

დღის ამბები