23 აპრილი 2024,   20:04
ვრცლად
ადამიანური რესურსების საერთაშორისო დღე - მშვიდობის ხიდზე HR პროფესიონალებმა პერფორმანსი მოაწყვეს

ადამიანური რესურსების საერთაშორისო დღე წელს ევროპასა და საქართველოში პირველად აღინიშნა. ეს დღე მშვიდობის ხიდზე HR პროფესიონალებმა პერფორმანსით აღნიშნეს.

აღნიშნული სფეროს წარმომადგენლების მიზანი ადამიანური რესურსების განვითარებაში მეტი ინვესტიციის ჩადებაში მდგომარეობს.

„ჩვენ მოვაწყვეთ ფლეშმობი, რისი დატვირთვაც რეალურად იყო ის, რომ  ადამიანები დავაკავშიროთ ერთმანეთს და ადამიანები და კომპანიები ასევე დავუკავშიროთ ერთმანეთს. შესაბამისად, ხიდის ერთი მხარიდან მეორე მხარეს ხელიხელ ჩაკიდებული აღვნიშნეთ აი, ეს აქტივობა,“ - განაცხადა HR ბიზნესპარტნიორმა, ნინო გონაშვილმა.

დღის ამბები