21 აგვისტო 2019,   21:01
ვრცლად
„მეორე ტურისათვის ჩვენ უფრო ორგანიზებულად დავირაზმებით“ - ლადო კახაძე მთაწმინდის ამომრჩეველს მიმართავს

მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატს ქართული ოცნებიდან არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების იმედი აქვს.

ლადო კახაძემ ამომრჩევლებს საკუთარი დაპირებები კიდევ ერთხელ შეახსენა და განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, არსებულ პრობლემების აღმოსაფხვრელად აქტიურად იმუშავებს.

კახაძემ ამომრჩევლებს მეორე ტურში მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„მეორე ტურისთვის ჩვენ უფრო ორგანიზებულად დავირაზმებით და ის აღებული შედეგი იქნება გაორმაგებული, იქნება სასურველი შედეგი იმისათვის, რომ თქვენი წარმომადგენელი იგულოთ პარლამენტში. ვიცით, რომ გაჭირვებაა, სოციალური გამოწვევებია, ვიცით, რომ დასაქმების პრობლემებია, რომლებიც ქვეყანასაც ისე აწუხებს, როგორც ჩვენ მთაწმინდელებს და ჩემი პარლამენტში მოხვედრის პირობებში აქტიურობა ამ კუთხით, ამ ეკონომიური პროექტების აქტიური მხარდაჭერა თქვენთან ერთად, თქვენს მიერი დელეგირებული უფლებებით იქნება განხორციელებული. მადლობის მერე კიდევ ერთხელ შემოგთავაზოთ ბრძოლის ველზე ერთად გამოსვლა, ბრძოლისა, რომელიც წასაგებად არ არის,“ - განაცხადა კახაძემ.

დღის ამბები