17 ივნისი 2019,   16:07
ვრცლად
ძლიერი წვიმა და წყალდიდობა ნორიოში - დატბორილია ეზოები და საცხოვრებელი სახლის სარდაფები 

ძლიერი წვიმა და წყალდიდობა ნორიოში - ძლიერი წვიმის შედეგად სოფლის საირიგაციო არხიდან წყალი გადმოვიდა და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს პრობლემები შეუქმნა. არხმა, რომელიც დაზიანებულია, დიდი რაოდენობით წლის გატარება ვერ შესძლო. დატბორილია მოსახლეობის ეზოები.

ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ ხელისუფლებას დაზიანებული არხის შეკეთების თხოვნით არა ერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

„რომ გადმოვიხედე ფანჯარაში, ერთი სიმაღლეზე წყალი იყო, არაფერი არ ჩანდა ქვევით, წყალს მოჰქონდა ნაგავი, ამღვრეული საშინელება...გავაღვიძე ჩემი მეუღლე, ძალიან შემეშინდა... მარტყოფის გამგეობასაც ამის შესახებ მოვახსენეთ, ნორიოსაც, ყველა ამბობს უარს, არავინ არაფერი არ გააკეთა. მეოთხეჯერ მოხდა ეს ამბავი“ - ამბობს ნორიოს ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

სოფელ ნორიოში განადგურებულია ერთ წლიანი ნარგავები, დატბორილია საკარმიდამო ეზოები, ასევე წყალი შევიდა ადგილობრივების ნაწილის სარდაფებშიც

„რაც გვქონდა ყველაფერი გაგიფუჭდა, რამე არის აქ? ყველაფერი გვქონდა დათესილი, კიტრი, პამიდორი, მწვანილები,“ - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი. 

ადგილზე დღეს ხელისუფლების წარმომადგენლების მივიდნენ და მოსახლეობას მიყენებული ზარალის  ანაზღაურებას დაპირდნენ. 

 

დღის ამბები