18 სექტემბერი 2019,   16:11
ვრცლად
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში დღეს კიდევ გაუფასურდა

ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში კიდევ გაუფასურდა. 

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღეს ბანკთაშორის გამართული ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7676 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7470 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0206 შეადგინა.

1 ევრო კი 3.0848 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0643 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0205 ლარი შეადგინა.

 

 

    

დღის ამბები