19 აპრილი 2024,   11:55
ვრცლად
"ჩემი ინფორმაციით, ჩემი დაკავება განხორციელდა საბანაძის ბრძანებით, რომელმაც კონსულტაცია გაიარა გახარიასთან" - კაპანაძე ომბუდსმენს მიმართავს

ზუგდიდში არჩევნების დღეს დაკავებული და მალევე გათავისუფლებული ჟურნალისტი მომხდარის სამართლებრივ შეფასებას ითხოვს. შესაბამისი განცახდებით presa.ge-ს მთავარმა რედაქტორმა დღეს სახალხო დამცველს მიმართა.

კაპანაძე ამბობს, რომ სახალხო დამცველისგან საქმის შესწავლასა და მისი კომპეტენციის ფარგლებში საქმისთვის კვალიფიკაციის მინიჭებას მოითხოვს.

როგორც კაპანაძე აცხადებს, მისი დაკავების დროს ადგილზე იმყოფებოდა თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, გაგა კარტოზია, რომელმაც მისი დაკავების ბრძანება კახაბერ საბანაძისგან მიიღო. კაპანაძის თქმით, თავის მხრივ საბანაძეს ეს გადაწყვეტილება შს მინისტრთან ჰქონდა შეთანხმებული შს მინისტრთან.

„ჩემი ინფორმაციით, ეს უკანონო დაკავება განხორციელდა უშუალოდ კახა საბანაძის - შს მინისტრის მოადგილის, ბრძანებით, რომელმაც, ასევე ჩემი ინფორმაციით, კონსულტაცია გაიარა გახარიასთან. ეს მოხდა იმიტომ, რომ როგორმე გავენეიტრალებინე პროცესებისგან, როგორმე მოეწყოთ პროვოკაცია. ამას მოვითხოვ სახალხო დამცველისგან, შეისწავლოს, რატომ დამაკავეს უკანონოდ, ვინ მონაწილეობდა ჩემს დაკავებაში, ვინ გასცა ბრძანება და მისცეს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში კვალიფიკაცია, იყო ეს დანაშაული, გადაცდომა პოლიციელების მხრიდან და, თუ რა იყო ეს. თუ  დანაშაული იყო, დაიწყოს გამოძიება,“ - ამბობს კაპანაძე.

როგორც ცნობილია, ომბუდსმენს საქმის შესწავლა დაწყებული აქვს. კაპანაძე კი ხვალ პროკურატურასაც მიმართავს.  

დღის ამბები