19 აპრილი 2024,   14:53
ვრცლად
"დეტალურადაა შესასწავლი გარიგებულ მატჩებში მონაწილე საფეხბურთო კლუბების საქმიანობა" - ლევან კობიაშვილი

ჩაწყობილი საფეხბურთო მატჩების სკანდალი შესაძლოა, კიდევ უფრო მაშტაბური აღმოჩნდეს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდეტი აცხადებს, რომ დეტალურადაა შესასწავლი გარიგებულ მატჩებში მონაწილე საფეხბურთო კლუბების საქმიანობა.

ლევან კობიაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ საქმეში ახალი დეტალები და გვარები გამოიკვეთოს. 

ლევან კობიაშვილმა აღნიშნა, რომ კითხვები გაჩნდა აპრილში ვიტ ჯორჯიასა და რუსთავს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით, სადაც ვიტ ჯორჯია იგებდა 2-ბურთიანი სხვაობით, ბოლოს კი დამარცხდა.

Image result for ლევან კობიაშვილი„მიუღებელი ფეხბურთელებიც, ვიტყოდი ამას ხაზგასმით და ყველაფერს ხაზი გადაუსვა, არაფერს ფასი აღარ აქვს. ყველაფერი წყალში იყრება მათი ამ საშინელი ქმედებით, რაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ, სამწუხაროდ, ვიხილეთ. ჩვენი სადისციპლინო კომიტეტი აუცილებლად იმსჯელებს ამ საკითხზე და მიიღებს უმკაცრეს ზომებს, როგორც კონკრეტული პიროვნებების მიმართ, ასევე, არ არის გამორიცხული კლუბების მიმართაც. ვერ ეღირსება ვერავინ ვერც მოედანს. ჩვენთვის ამ ადამიანების ფეხბურთი დასრულებულია, მე ყველაფერს გავაკეთებ,“ - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ბრალდებულთა რიცხვი რომ შესაძლოა, გაიზარდოს, ამაზე საუბრობს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი.

დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული სქემის გამოვლენის მიზნით სპეციალური დეპარტამენტიც კი შეიქმნას.

Image result for მიხეილ ყაველაშვილი„ეს საკითხი იმდენად სიღრმისეულია, რომ ალბათ ეს მსჯელობაში გამოჩნდება, რომ შესაძლებელია, დეპარტამენტიც კი შეიქმნას, შეიძლება, ეს შსს-ში იყოს, შეიძლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, შეიძლება, ფედერაციასთან არსებული ან სპორტის სამინისტროსთან არსებული, თუმცა, ამ ყველა ჯგუფის მონაწილეობით. ალბათ, ამაზე რესურსიც იქნება გამოსაყოფი. საერთაშორისო ქსელია და პრინციპში ამ გუშინდელმა ფაქტმაც ეგ გამოავლინა, რომ აქ, ლოკალურ დონეზე არ ხდება. ეს სადღაც აზიურ ტოტალიზატორში ხდება ამის დაკვეთა და აქედან გამომდინარე, ეს ქსელი მუშაობს, აუცილებელი იქნება ამ ქსელის გამოვლენა,“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე დააკავა. უწყების ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მატჩის შედეგებზე. მათ, ჯამში, მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი.

გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს.

დღის ამბები