23 აპრილი 2024,   15:39
ვრცლად
რეგიონების განვითარება - წყალტუბოში ფორუმს პრემიერი და პრეზიდენტი დაესწრნენ

წყალტუბოში ინსტიტუციური დიალოგის IV ფორუმს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე რეგიონების განვითარების, დეცენტრალიზაციასა და ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე ისაუბრეს.   

ფორუმი მისასალმებელი სიტყვით მამუკა ბახტაძემ და სალომე ზურაბიშვილმა გახსნეს. შეხვედრას მუნიციპალიტეტების მერები და გუბერნატორები ესწრებიან.

მამუკა ბახტაძის თქმით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თვითმმართველობების გაძლიერებაა.

„თვითმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემის გარეშე მე ვერ წარმომიდგენია ჩვენი სამშობლოს მდგრადი განვითარება. მე ვერ წარმომიდგენია ის, რომ ჩვენ შევძლებთ იმ გამოწვევების დამარცხებას, რომელიც არსებობს საქართველოს წინაშე თუ ჩვენ არ გვექნება ძლიერი თვითმმართველობა. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ თვითმმართველობების გაძლიერება, ძლიერი რეგიონები, ინკლუზიური ზრდა, რომელიც საბოლოო ჯამში საშუალებას მოგვცემს, რომ ავაშენოთ წარმატებული ქვეყანა,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ბევრად მეტი განვითარებული ადგილი, ვიდრე 15 წლის წინ იყო.

„რაც მე ჩამოვედი საქართველოში 15 წლის წინ, ქვეყანა გაიზარდა. მართალია, ტერიტორიები დავკარგეთ, მაგრამ თვით ქვეყანა გაიზარდა. ამიტომ ბევრად მეტი ადგილი არის, მეტი სანახავი ადგილია. მეტი განვითარებული წერტილი, ვიდრე იყო 15 წლის წინ. საქართველო ასევე არის მედეას ქვეყანა და აქვს ყველა საშუალება, რომ განავითაროს ეს მიმართულება სამედიცინო და გამასაჯანღებელი მთელი მიმართულება. გამასაჯანღებელი ტურიზმის ერთ-ერთი მიმართულება აქაც წყალტუბოშიც ნათელია, მაგრამ არა მხოლოდ წყალტუბოშიც. მთელი საქართველო არის მოფენილი თერმალური წყლებით,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

დღის ამბები