21 ივნისი 2019,   04:51
ვრცლად
ხელჩართული ჩხუბი სენაკის საკრებულოში - დეპუტატს „ქართული ოცნების“ წევრმა სცემა

სენაკის საკრებულოში საარჩევნო პროცესის უარყოფითი შეფასება ხელჩართული ჩხუბის მიზეზი გახდა. ოპოზიციის წარმომადგენლის მტკიცებით, ის სასტიკად ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ მხოლოდ იმის გამო სცემა, რომ ზუგდიდში ჩატარებულ არჩევნებს საკრებულოს სხდომაზე ძალადობრივი უწოდა.

ბორის სოსელიას თქმით, ზაზა ნაჭყებია ზურგიდან ჩუმად მიეპარა და თავს დაესხა. მისი მტკიცებით, ქართული ოცნების ადგილობრივმა ლიდერმა დაზიანებები თავის არეში მიაყენა.

ნაცემი დეპუტატი ამ დრომდე სენაკის საავადმყოფოში იმყოფება.

ჩხუბის ფაქტს ადასტურებენ საკრებულოს წევრები, თუმცა ამობენ, რომ მხოლოდ გინების ხმა ესმოდათ და ჩარტყმული მუშტი არ დაუნახავთ.

ქართული ოცნების წევრი, რომელსაც სოსელია ძალადობაში ადანაშაულებს, მთელი დღეა, კამერებს ემალება.

საკრებულოს წევრზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

ხელისუფლების ოპონენტებს გამოძიების სამართლიანად დასრულების იმედი არა აქვთ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ძალადობრივი არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის პარტია უკვე ოპონენტების ფიზიკურ განადგურებაზე გადავიდა.

 

 

 

ავტორი: ემა გოგოხია 

ამავე თემაზე
დღის ამბები