25 აპრილი 2024,   22:08
ვრცლად
ხელისუფლება კარგავს ნდობას, როგორც ეს მოუვიდა ყველა ხელისუფლებას მეორე ვადის მიწურულს - შოთა უტიაშვილი

„ის, რომ ხელისუფლება კარგავს ნდობას, როგორც ეს მოუვიდა ყველა ხელისუფლებას მეორე ვადის მიწურულს, ცხადია,“ - ასე ეხმაურება რონდელის ფონდის უფროსი ანალიტიკოსი, შოთა უტიაშვილი, NDI- ის კვლევას, რომლის მიხედვითაც, გაზრდილია ხელისუფლებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება.

შოთა უტიაშვილის განცხადებით, ჯერჯერობი ქვეყანაში ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო, რომ ორი ვადით შეერნარჩუნებინა მოსახლეობის ნდობა.

„ვერც შევარდნაძის ხელისუფლებამ, ვერც სააკაშვილმა და ვერც ეს ხელისუფლება ვერ შეძლებს, როგორც ჩანს, ამის გადალახვას. ეს ორი ვადა საქართველოში არის რაღაც ფსიქოლოგიური ბარიერი, რომლის გადალახვაც ვერც ერთმა ვერ მოახერხა,“ - განაცხადა შოთა უტიაშვილმა.

ის NDI-ის კვლევის შედეგებს მძიმე სოციალურ ფონს უკავშირებს. მისივე თქმით, სამეგრელოდან ჩამოსული ყველა ადამიანი აღნიშნავდა იმ უმძიმეს მდგომარეობას, რომელშიც სოფლებში ცხოვრობენ და ეს მხოლოდ დასავლეთ საქათველოს არ ეხება.

 

დღის ამბები