19 აპრილი 2024,   18:56
ვრცლად
სინამდვილეში ხალხი უკმაყოფილოა, ეს კვლევები ასახავს რეალობას და არჩევნების შედეგები არ ასახავს ხალხის რეალობას - ნიკა ობოლაძე

NDI-ის კვლევებს ანალიტიკოსი ნიკა ობოლაძე არჩევანის ეთერში ეხმაურება. ობოლაძის თქმით, კვლევები რეალობას ასახავს, თუმცა, არჩევნების შედეგები ამ კვლევებისგან განსხვავებულია.

ნიკა ობოლაძის თქმით, ოპოზიციას განახლება სჭირდება. მისივე თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ზუგდიდში საკმაოდ მაღალი შედეგი დადო.

ობოლაძე აღნიშნავს, რომ მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტურში მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვოს.

ნიკა ობოლაძე შუალედურ არჩევნებზე საუბრისას ამბობს, რომ არჩევნების დროს ხელისუფლებამ არაერთ მეთოდს მიმართა, რომ სასურველი შედეგი მიეღო, მათ შორის, დაშინებას, მოსყიდვას და ოპოზიციის დევნას.

ნიკა ობოლაძის თქმით, ხელისუფლება ხალხს არჩევანის უფლებას რეალურად ართმევს.

„ორი დღის წინ ქართულმა ოცნებამ გამარჯვება გამოაცხადა არჩევნებში ტოტალური და თქვა, რომ 10 ოლქიდან 9-ში მიიღო 50+1 ხმა და მათ შორის, ზოგიერთ ოლქში მიიღო 80 პროცენტი და ერთ ოლქში დასჭირდა მეორე ტური. სინამდვილეში ხალხი, რა თქმა უნდა, უკმაყოფილოა. სინამდვილეში ეს კვლევები ასახავს რეალობას, უბრალოდ, ხდება ის, რომ არჩევნების შედეგები არ ასახავს ხალხის რეალობას. ტოტალური დაშინება, მოსყიდვა, სუს-ის მუშაობა, ოპოზიციის დევნა, მათ შორის, აუდიტის სამსახურის მიერ, მოსყიდვა, როგორც ფულის ხელიდან ხელში გადაცემით, როგორც კრედიტების ჩამოწერით, როგორც ეკლესიების ფრესკების შეღებვით, რასაც ივანიშვილი აკეთებს, როგორც არასწორი საარჩევნო კოდექსი, ადმინისტრაციული რესურსი, რომელშიც იხარჯება 2012 წელთან შედარებით დამატებით რამდნეიმე ასეული ლარი, საბოლოო ჯამში, გვაძლევს შედეგს, რომ ხელისუფლება ძალადობს არჩევნებზე და ხალხს ართმევს არჩევანის უფლებას,“ - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

დღის ამბები