20 აპრილი 2024,   04:16
ვრცლად
„ეს შედეგები არის აბსოლუტურად ლოგიკური“ - სერგო ჩიხლაძე NDI-ის კვლევაში ივანიშვილის მკვეთრად დაცემულ რეიტინგს ეხმაურება

„ეს შედეგები არის აბსოლუტურად ლოგიკური“ - ასე ეხმაურება სერგო ჩიხლაძე NDI-ის კვლევის შედეგებს.

მისი თქმით, მოულოდნელი იმაში, რომ ხელისუფლების მიმართ ნდობა კატასტროფულად დაეცა, არაფერია. სერგო ჩიხლაძემ მაგალითისთვის წინა კვლევებიც მოიყვანა და განაცხადა, რომ, თუ კი ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი 67% იყო, ახლა ის 21%-მდე დაეცა.

„მთავარი პასუხისმგებელი ამ ქვეყანაში და მთავარი გადაწყვეტილების მიმღები არის ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, მისი რეიტინგი არის პოლარიზებული და მის ამ უარყოფით როლს აღნიშნავენ ამ უარყოფითი რეიტინგით. ანუ მას აკისრებენ პასუხისმგებლობას,“ - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც მოსახლეობის მკვეთრი უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია, სერგო ჩიხლაძის აზრით, მაღალჩინოსნების უმოქმედობაა. საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია, რომ ყველა გადაწყვეტილებას იღებს მარტო ერთი ადამიანი და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები