25 აგვისტო 2019,   03:16
ვრცლად
სპეცოპერაცია თბილისში - რამდენიმესაათიანი უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ, ყაზახეთის მოქალაქე დააკავეს

სპეცოპერაცია საბურთალოზე - ბურძგლას ქუჩის 24 ნომერში სამართალდამცველების მობილიზება ოჯახური კონფლიქტის გამო გახდა საჭირო. წინასწარი ინფორმაციით, ყაზახეთის მოქალაქე, 36 წლის მამაკაცი სამართალდამცავებმა რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულების შემდეგ, ადგილზე დააკავეს. მამაკაცმა საკუთარი ოჯახის წევრები - მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, სახლში ჩაკეტა, იყო აგრესიული და მათ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მეუღლემ ტელეფონით დახმარება საკუთარ დედას სთხოვა, რომელმაც პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობის შემდეგ, სპეცრაზმი ბინაში, სადაც ოჯახი ქირით ცხოვრობდა, შტურმით შევიდა. არავინ დაშავებულა. დაკავებული მამაკაცის ოჯახის წევრები პოლიციაში გვიანობამდე იკითხებოდნენ. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი მუქარის ბრალდებით მიმდინარეობს.

დღის ამბები