25 აპრილი 2024,   13:42
ვრცლად
სასამართლო დღეს დაკავებული სპორტსმენებსთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს

სასამართლო დღეს დაკავებული სპორტსმენებსთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. სულ ბრალი 11 ფეხბურთელს აქვს წარდგენილი. ისინი დანაშაულს ამ ეტაპზე არ აღიარებენ. დღევანდელ პროცესზე ადვოკატები გირაოს შუამდგომლობას დააყენებენ.

"ჩვენ პოზიცია არაღიარებით გვაქვს, რომელიც შესაძლოა საბოლოო არ იყოს, იმის და მიხედვით, საქმის გარემოებები რაზე იმეტყველებს საბოლოო ჯამში. ჩვენთვის აღკვეთის ღონისძიების ამ ეტაპზე შეფარდება არანაირი სახით მისაღები არ იქნება. მტკიცებულებების კუთხით ბრალდების მხარე უშუალოდ ჩემს დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებაში, ნამდვილად სიმყარით ვერ გამოირჩევა,"-აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი, შოთა მანელიძე.

ყოფილ და მოქმედ ფეხბურთელებს თამაშების ჩაწყობაში ადანაშაულებენ. სამართალდამცველების მიერ წარმოებული გამოძიების პარალელურად, შიდა მოკვლევა ატარებს ფეხბურთის ფედერაცია.

დღის ამბები