20 აპრილი 2024,   13:49
ვრცლად
მომთხოვა ჩემთვის შეურაცხმყოფელი ფოტოები - ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტი, ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს - 19 წლის გოგონას მტკიცებით, პედაგოგი მას, სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს წერდა და უხამს ფოტოებს უგზავნიდა. შევიწროების ფაქტზე ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა სამართალდამცველებს მიმართა. ის უკვე გამოკითხეს. რა პასუხი აქვს ბრალდებებზე ლექტორს, უცნობია - გავრცელებული ინფორმაციით, ის ამ დრომდე მივლინებაშია. გამოძიება იძულების მუხლით მიმდინარეობს. ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო სასწავლებლის ეთიკის კომისიამაც - ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ლექტორს შრომითი ხელშეკრულება შეუწყდება.

"მან მომთხოვა ისეთი შეუფერებელი ფოტოები, რომელიც ჩემთვის ძალიან შეურაცხმყოფელი იყო. მსმენია, რომ  მსგავსს აკეთებდა სხვებთანაც, მე მაქვს მიმოწერა, ასევე ფოტოები, 2 ფოტო მისი გამოგზავნილი. ერთი არის წელს ზევით, მეორე არის წელს ქვევით, ოღონდ არის შეურაცხმყოფელი ფოტო იყო. მიუხედავად იმისა, რომ მას ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდები და ლექციებს და სემინარს მიტარებს, მივმართე სამართალდამცავებს, რადგან მე არ მჭირდება პატიოსნებაზე გაცვლილი დიპლომი. მე მოვითხოვ თუნდაც რომ განერიდოს უნივერსიტეტს და ბავშვებს, რადგან მასეთი არაკაცის ადგილის სტუდენტებთან დამდვილად არ არის,"-აცხადებს სტუდენტი, რომელიც მის ლექტორს ადანაშაულებს. 

დღის ამბები