25 აგვისტო 2019,   03:10
ვრცლად
ფოთში, 45 წლამდე მამაკაცი ტბაში დაიხრჩო

ტრაგედია ფოთში - 45 წლამდე ასაკის მამაკაცი გრეიფრუტის მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე ტბაში დაიხრჩო. მისი ცხედარი მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვნეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი თევზაობდა, რა დროსაც მას ფეხი დაუცდა და წყალში გადავარდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ მაშველები და სამართალდამცავები. გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები