24 აპრილი 2024,   05:04
ვრცლად
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის მსჯავრდებულ, შესაძლოა დღეს განაჩენი გამოუტანონ

არ არის გამორიცხული ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის მსჯავრდებულ არასრულწლოვანს სასამართლომ დღეს განაჩენი გამოუტანოს. მოზარდი საქალაქო სასამართლომ წარდგენილ ბრალში დამნაშავედ 16 მაისს სცნო. ბრალდების მხარის მტკიცებით, არასრულწლოვანმა, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ რამდენჯერმე არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და ცრუ ჩვენება მისცა.

"ეს იყო ეს სიბინძურე, რაც პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ამ ხნის მანძილზე აწარმოეს ამ ბავშვის მიმართ, მოსამართლე შკუბულიანი გახდა ამ სიბინძურის მონაწილე და ბავშვი დამნაშავედ სცნო, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი უდანაშაულოა და დამტკიცდა მისი უდანაშაულობა. რა სასჯელიც არ უნდა დაუნიშნოს, ეს იქნება არა სამართლიანი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება,"- აცხადებს, ადვოკატი, ფრიდონ სიხუაშვილი.

დღის ამბები