25 აგვისტო 2019,   03:15
ვრცლად
აშენდება თუ არა ბათუმში ახალი მეჩეთი - ამ თემაზე არსებულ დავას დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს

აშენდება თუ არა ბათუმში ახალი მეჩეთი - ამ თემაზე არსებულ დავას დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლო უბრუნდება. პარალელურად, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს იემსი, რომელიც მოსარჩელე მხარის ინტერესებს წარმოადგენს. მასში აღნიშნულია, რომ ბათუმის მერიის არაერთი განცხადების მიუხედავად, რომ ის მოლაპარაკებისთვის მზად არის, დღემდე მათთან კომუნიკაციის მცდელობაც კი არ ყოფილა. შესაბამისად, იემსი შეთავაზებას მხოლოდ ფორმალურად აღიქვამს. მუსლიმი თემის ჯგუფს ბათუმის მერიამ ორი წლის წინ მათ მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის საჭირო ნაბართვის გაცემაზე უარი უთხრა. თემი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და დისკრიმინაციულია.

დღის ამბები