24 აპრილი 2024,   15:35
ვრცლად
აქციები აფხაზეთში - საოკუპაციო რეჟიმი ოპონენტებთან დათმობაზე მიდის

მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი დათმობაზე მიდის. რაულ ხაჯიმბა ე.წ. საპრეზიდენტო არჩვენების 25 აგვისტომდე გადატანას დათანხმდა. მოლაპარაკებები ე.წ. პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის გვიანობამდე გაგრძელდა.

ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოკუპირებულ სოხუმში პარლამენტის შენობის წინ შეკრებილებს, ოპოზიციური ბლოკის წარმომადგენელმა განუცხადა.

მისი თქმით, ორთვიანი გადავადების პერიოდი საკმარისია მათი მთავარი კანდიდატის, ასლან ბჟანიას გამოჯანმრთელებისთვის.

რაულ ხაჯიმბას პრეს-სამსახურის განმარტებით, საბოლოო გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა მიიღოს. ასლან ბჟანია დაცვის ორ წევრთან ერთად აპრილში მოწამლეს. საპროტესტო აქციები კი ოკუპირებულ აფხაზეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ.-მა პარლამენტმა არჩევნების თარიღის გადატანაზე უარი თქვა.

დღის ამბები