20 აპრილი 2024,   19:15
ვრცლად
დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი - ნენსი პელოსმა პარტიის შეხვედრა დაგეგმა

აშშ-ში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებასთან დაკავშირებით განცხადებები გახშირდა. მორიგი განცხადებები დემოკრატიული პარტიის წევრებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც თეთრი სახლის ყოფილი ადვოკატი კონგრესში ჩვენების მისაცემად არ გამოცხადდა.

დონალდ მაკგანი რობერტ მალერის ანგარიშთან დაკავშირებით უნდა დაეკითხათ,   რასაც ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ტრამპი მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების დაკითხვის დაბლოკვით დაიმუქრა. ამ ფაქტმა დემოკრატების უკმაყოფილება გამოიწვია.

იმპიჩმენტის საკითხის განსახილველად წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა დღეს პარტიის შეხვედრაც დაგეგმა.

დღის ამბები