ამერიკის სამხრეთ და ცენტრალურ შტატებს სტიქიამ გადაუარა. ოკლაჰომაში გადაუღებელი წვიმის გამო გზები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. წყლის დონე გამუდმებით მატულობს, ამიტომ დატბორილი შენობებიდან ხალხი მაშველებს გაჰყავთ.
ოკლაჰომაში სტიქიის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. უამინდობაა ტეხასში, ლუიზიანაში, ალაბამასა და ნებრასკაშიც, სადაც წყალდიდობის გამო ასევე მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.
გადაუღებელ წვიმას წინ ტორნადოების სერია უძღოდა. ქარბორბალამ დააზიანა საცხოვრებელი სახლებიც და დაწესებულებებიც, თუმცა მსხვერპლი არ მოჰყოლია.
კვირის ბოლოს სამხრეთ შტატებს შესაძლოა ახალი შტორმი დაატყდეს თავს, რომელიც ჯერ ფორმირების პროცესშია.