12 დეკემბერი 2019,   22:37
ვრცლად
ჩაწყობილის თამაშების საქმე - მოსამართლემ 11 ფეხბურთელიდან 4-ს პატიმრობა შეუფარდა, დანარჩენებს კი 10 000 ლარიანი გირაო

ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულ ფეხბურთელებიდან აღკვეთის ღონისძიების სახით 4-ს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, დანარჩენებს კი მოსამართლემ გირაოს სახით 10 000 ლარის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილება ხმაურიანი პროცესის შემდეგ, საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 

ჩაწყობილი თამაშების საქმეზე ბრალი პროკურატურამ 11 სპორტსმენს, მათ შორის 8 მოქმედ და 3 ყოფილ ფეხბურთელს წაუყენა. ბრალი სასამართლო პროცესზე, ყოფილმა ფეხბურთელმა, ვახტანგ ჯაყელმა უკვე აღიარა. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შეუამდგომლობა და ჯაყელის გარდა პატიმრობა შეეფარდათ ჩაფიძეს, ხუჭუას და დაუშვილს.

ადვოკატები აცხადებენ, რომ 4 ბრალდებულის მიმართ მოსამართლე განსაკუთრებით მკაცრი იყო და მათი პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობდა. უფლებადამცველები ერთ-ერთ პირზე ამახვილებენ ყურადღებას რომელმაც მათი თქმით შესაძლოა ბრალდებულები პროვოკაციაზე წამოაგო.  

"საქმეში ფიგურირებდა ის ადამიანი, რომელიც ადრე რამდენიმე ხმის წინ, სხვა საქმეშიც ანალოგიურ ქმედებით გამოიხატა და ანალოგიურად პროვოკაციას ახორციელებდა. ინფორმაცია დადასტურებულია მოწმეების მიერ. კონკრეტული ჩვენებები არის გამოკვეთილი რომ იყო შემოთავაზებები არაერთხელ. თავს არიდებდნენ ბარლდებულები შეხვედრას მაგრამ შემდეგ ხდებოდა სიცოცხლით სპეკულაცია, რომ მას უმძიმესი მდგომარეობა ჰქონდათ და იმ შემთხვევაში თუ  არ განხორციელდებოდა ეს საუბარი მათთან, შესაძლოა კონკრეტული პირის სიცოცხლეს საფრთხე შექმნოდა,“-განაცხადა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა.

ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

ის ბრალდებულები კი რომლებსაც გირაო შეეფარდათ, საპატიმროს მხოლოდ თანხის გადახდის შემდეგ დატოვებენ. 

დღის ამბები