20 აპრილი 2024,   16:20
ვრცლად
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი ბრალდებებს უარყოფს - მას უნივერსიტეტში საქმიანობა შეეზღუდა

სექსუალურ შევიწროვებაში ბრალდებულ ლექტორს საქმიანობა დროებით შეუჩერდა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში კი მას უნივერსიტეტში მუშაობა აეკრძალება. ამის მიზეზი ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის მიერ გასაჯაროებული მიმოწერა და ფოტოები გახდა, რომელიც ლექტორს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს. გოგონამ მტკიცებულებები სამართალდამცველებს უკვე წარუდგინა.

უნივერსიტეტის პროფესორი, ლევან ჯაყელი ამბობს, რომ სექსუალური შევიწროების ფაქტის შესახებ სტუდენტების ჯგუფმა აცნობა. მისი თქმით, ის გაესაუბრა როგორც თავად ახალგაზრდას, ვინც ლექტორს შევიწროებაში ადანაშაულებს, ასევე ლექტორსაც. ჯაყელის ინფორმაციით, ლექტორი ბრალდებას უარყოფს. ის ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება, რადგან უკრაინაში მივლინებით არის წასული. 

„მომმართა მთლიანად ჯგუფმა, არა პერსონალურად იმ სტუდენტმა. შევედი აუდიტორიაში და ჯგუფურად მაცნობეს აღიშნული ფაქტის შესახებ, რომლითაც გახდა ცნობილი, რომ რაღაც შევიწროებებს და არააკადემიური ურთიერთობების დამყარებას ჰქონდა მცდელობა. გავესაუბრე აღნიშნულ სტუდენტსაც. შემდეგ შევხვდით ამ პირსაც, ვის მიმართაც ეს პრეტენზია გამოითქვა. ამ პირმა უარყო ბრალდება, თუმცა შევთანხმდით, რომ ის განერიდებოდა სასაწავლო პროცესს საქმის ბოლომდე გარკვევის მიზნით,“ - განაცხადა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორმა, ლევან ჯაყელმა.

სექსუალური შევიწროების ფაქტის შესახებ ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გააკეთა კომენტარი. მერაბ ხალვაშის თქმით, ლექტორი ამბობს, რომ ცილისწამების მსხვერპლია, რადგან მისი ექაუნთი, სადაც მიმოწერებია, გატეხეს.

„თემა ძალიან სენსიტიურია. აქ საუბარია დაწესებულების, უნივერსიტეტის რეპუტაციაზე. ეთიკის კომისია განიხილავს ამ საკითხსაც, რომ მანამ სანამ საქმე ბოლომდე გამოირკვევა, შესაძლებელია თუ არა სამართლებრივად, რომ ესეც განვახორციელოთ. ეს არ აღიარებს, ის ამბობს, რომ ეს არის ცილისწამება მის მიართ. ეს არის მსხვერპლი, მისი ქსელი გამოიყენა ვიღაცამ ბოროტად,“ - განაცხადა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, მერაბ ხალვაშმა.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები