25 აპრილი 2024,   17:57
ვრცლად
მეჩეთის მშენებლობის საკითხი - ბათუმის მერიის წინააღმდეგ მუსლიმი თემის სარჩელის განხილვა 12 ივნისს განახლდება

მეჩეთის მშენებლობის საკითხი  - ბათუმის მერიის წინააღმდეგ მუსლიმი თემის სარჩელის განხილვა 12 ივნისს განახლდება. სასამართლო  პროცესი დღეს მხარეთა პაექრობის შემდეგ ისევ გადაიდო.

მოსამართლემ ერთი თვის წინ პროცესი იმ მოტივით გადადო, რომ დავა მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტილიყო.  აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ მერიის წარმომადგენლების თხოვნის საფუძველზე მიიღო, თუმცა დღემდე მერიას მუსლიმ თემთან შეხვედრა ამ თემაზე არ გაუმართავს.

დღევანდელ პროცესზე მერიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ მიმდინარე მნიშვნელოვანი ღონისძიებების გამო შეხვედრისთვის დრო ვერ გამოძებნეს.

მუსლიმები წლებია ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების უფლებას ითხოვეს.

დღის ამბები