19 აპრილი 2024,   22:05
ვრცლად
"იყოს ნუკრობის დღესასწაულიც... ზოგადად მაისი გადავაქციოთ საქართველოში საყოველთაო ზეიმის თვედ" - გოცირიძე მმართველ გუნდს 

„თუ ეს ინიციატივა გავიდა, მაშინ მთელი მაისი იქნება ზეიმის და ქეიფის დღესასწაული“ - ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ დასვენების დღეების კალენდარში კიდევ ორი დღის დამატებასთან დაკავშირებით გააკეთა.

1 მაისის უქმე დღედ გამოცხადებას, დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი მოითხოვს, რადგან მისი განცხადებით, მშრომელთა საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში დასვენების დღეა.

კიდევ ერთი დღის უქმედ გამოცხადების ინიციატივა ნუკრი ქანთარიას ეკუთვნის. ქანთარიას ინიციატივით, ასევე დასვენების დღედ უნდა გამოცხადდეს 14 მაისიც და ამ დღეს საქართველოში სამშობლოს დღე უნდა აღინიშნებოდეს.  

"თუ ეს ინიციატივა გავიდა, მაშინ მთელი მაისი იქნება ზეიმის და ქეიფის დღესასწაული. 1, 9, 12, 14 მაისი, 16, იყოს ზუსტად ნუკრობის დღესასწაული, ფართო გაგებით, გინდ ბატონ ნუკრის უკავშირდებოდეს, გინდ ნუკრის სახელობის, გინდ ვაჟას შვლის ნუკრის სახელობის, ზოგადად მაისი გადავაქციოთ საქართველოში საყოველთაო ზეიმის თვედ, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და პატრიოტული გრძნობების გაღვივებას ჩვენს საყვარელ სამშობლოში,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

დღის ამბები