მასშტაბური სპეცოპერაცია ნარკოდილერების წინააღმდეგ - ევროპელმა სამართალდამცავებმა ოპერაცია პოლონეთში, ესპანეთში, ლიეტუვასა და ბრიტანეთში ჩაატარეს. დაკავებულია 22 ეჭვმიტანილი. დაჯგუფებას ლიეტუვის მოქალაქე, 48 წლის მამაკაცი ხელმძღვანელობდა, რომელიც ესპანეთის ქალაქ უელვაში აიყვანეს.
ევროპოლის აგენტებმა 16 - დან 18 მაისის ჩათვლით 40 - მდე საცხოვრებელი ბინა გაჩხრიკეს და 8 მილიონი ევროს ოდენობის ნაღდ ფულთან ერთად, ბრილიანტები და ოქროს ზოდები ამოიღეს. ეჭვმიტანილებს ძვირადღირებული ავტომობილებიც ჩამოართვეს.